სტრასბურგიდან დანახული საქართველოს უსაფრთხოების ამოცანები

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალესანდრ ვერშბოუმ, ცოტა ხნის წინ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში ალიანსის მხრიდან დახმარებაზე ისაუბრა. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოახდინა ცხინვალსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი სასაზღვრო შეთანხმების რატიფიცირება, რასაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „უკანონოდ ხელმოწერილი უკანონო ხელშეკრულების უკანონო რატიფიკაცია“ უწოდა. თუმცა შიდაპოლიტიკურ კინკლაობაზე გადართული ქართველი პოლიტიკოსები, შესაძლოა, ვერც კი აცნობიერებდნენ იმას თუ, რა მუქარის შემცველი შეიძლებოდა ყოფილიყო „74 კილომეტრის სიგრძის დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაციის“ საფუძვლად „საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდისათვის არსებული“ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრის აღება. რატომ სჭირდება და ვისგან სჭირდება საქართველოს სუვერენიტეტს დაცვა? არიან კი მზად იმისათვის, რომ ასეთი დამცველის ფუნქცია იკისრონ ნატომ და ევროკავშირმა, რომლებიც თავიანთი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ? - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლებამ შეკითხვები დაუსვა თედო ჯაფარიძეს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრკოლების ზოლი