გმირი და პოლიტიკური კონიუნქტურა

ნატოს მრავალეროვნული სწავლება საქართველოში 2015 წლის 21 ივლისი.

ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაა გმირები, გმირობა, ბრძოლის ველზე გამოჩენილი თავდადებისა და თავგანწირვის მაგალითები, რაც ვიცით და ვაღიარებთ ანდა რაც არ ვიცით, ან დავიწყებას ეძლევა პოლიტიკური კონიუნქტურის, ჟამთასვლისა თუ, უბრალოდ, ადამიანური გულმავიწყობის გამო. საქართველოში 18 აგვისტოს ფართოდ აღინიშნა საქართველოს ეროვნული გმირის, სერჟანტ გიორგი ანწუხელიძის, დაბადების დღე. 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდნილი და შემდეგ წამებით მოკლული ქართველი ჯარისკაცის ბოლო წუთებს მისი თანამებრძოლი, უმცროსი სერჟანტი ვიტალი ჩუტკერაშვილი გაიხსენებს. შემდეგ შემოგთავაზებთ საუბარს ისტორიკოს ლალი ცერაძესთან, რომელიც აგროვებს და წიგნად გამოსაცემად ამზადებს 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე „ქართველი ჯარისკაცების ჩანაწერებს“, რომელშიც არაერთი დავიწყებული გმირობისა და თავდადების მაგალითი მოიყრის თავს.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრკოლების ზოლი