თემურ ჩაჩანიძე: საქართველომ სამხედრო ფლოტის განვითარების ხუთწლიანი გეგმა უნდა შექმნას

თემურ ჩაჩანიძე

გასულ კვირაში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე ალიანსმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ არეალში არსებულ მთავარ გამოწვევაზე, რასაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გამუდმებული გაძლიერება წარმოადგენს. ამ კონტექსტში, ბრიუსელში 11 თებერვალს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოც ახსენა. ზუსტად ამ დროს ავტორიტეტულმა კვლევითმა ინსტიტუტმა, „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა“, გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, სათაურით „შავი ზღვის მნიშვნელობა“. დოკუმენტში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ „რუსეთის მცდელობა დაამყაროს კონტროლი შავ ზღვაზე პირდაპირ უთხრის ძირს უკრაინის, მოლდავეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. და ამ ფონზე, 16 თებერვალს ბათუმის აკვატორიაში ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და ნატოს გემებმა. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები მოიცავდა ზღვაზე ძებნა-გადარჩენის იმიტირებულ ოპერაციას და აბორდაჟის საჩვენებელ ოპერაციას, რომელიც ითვალისწინებს გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას. ცხადია, „გემების შეჩერება-დაკავებით შავ ზღვაზე რუსეთის მზარდი გავლენის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა ასეთი სწავლება სწორედ ამ კონტექსტში ნიშანდობლივია, - ამბობს თემურ ჩაჩანიძე, სამხედრო მიმომხილველი და სამხედრო ფლოტების ისტორიის მკვლევარი, რომელსაც კობა ლიკლიკაძე ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა.

Your browser doesn’t support HTML5

თემურ ჩაჩანიძე: საქართველომ სამხედრო ფლოტის განვითარების ხუთწლიანი გეგმა უნდა შექმნას