დავით თევზაძე: „ეს არის მხდალების შურისძიება ვაჟკაცზე“

დავით თევზაძე

17 ნოემბერს კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს, ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ამჟამად ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს შენობაში ფუნქციონირებს. „ეს არის მხდალების შურისძიება ვაჟკაცზე“, - ასე ფიქრობს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 1998-2004 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე. ემზარ კვიციანს საქართველოს წინა ხელისუფლების მმართველობისას წარედგინა სამხედრო ამბოხების ორგანიზების ბრალდება და მას დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული წინასწარი პატიმრობა. 2006 წლიდან ძებნილი ყოფილი რწმუნებული 2014 წლის თებერვალში დაბრუნდა საქართველოში, სადაც იგი თბილისის აეროპორტშივე დააკავეს.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი დავით თევზაძესთან