თვითმკვლელობის საქმე, მიმალული სამართალდამცველი და სამართლის მოლოდინი

თამარ ავალიანი, ნინო ელბაქიძე

დღევანდელ სადისკუსიო რუბრიკაში ვისაუბრებთ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 30 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელ გოდერძი თევზაძეს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მიმალვაშია.

მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ პროკურატურამ თევზაძეზე ძებნა გამოაცხადა. სახალხო დამცველი და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას აკრიტიკებენ დაგვიანებული რეაგირების გამო, რამაც აწ უკვე ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს მიმალვის საშუალება მისცა. დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმის ფონზე კიდევ ერთხელ გააქტუალურდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ადეკვატურად გამოძიების თემა, რაზე სასაუბროდაც ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია თამარ ავალიანი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსი და ნინო ელბაქიძე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი.

Your browser doesn’t support HTML5

მოქალაქის თვითმკვლელობის საქმე, მიმალული ბრალდებული სამართალდამცავი და სამართლის მოლოდინი