სოფო ბზიშვილი ამერიკის დღეებზე საქართველოში

Your browser doesn’t support HTML5

25 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოფო ბზიშვილი, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის და საგრანტო პროგრამების კოორდინატორი. მან ილაპარაკა ამერიკის დღეებზე, რომელიც იმართება საქართველოში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისთავის აღსანიშნავად. სოფო ბზიშვილმა მიმოიხილა ის საგრანტო პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფებისთვის არის გამიზნული და მოიცავს სხვადასხვა დონის სასწავლო კურსებს. სოფო ბზიშვილმა აღნიშნა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში.