სტუმრად ჩვენს ეთერში: ლინა ღვინიანიძე და ქეთევან კალანდაძე

Your browser doesn’t support HTML5

12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ლინა ღვინიანიძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი და ქეთევან კალანდაძე, "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის" წევრებთან ურთიერთობის მენეჯერი. მათ ილაპარაკეს სოციალური მუშაობის გამოწვევებზე და სოციალური მუშაკების შრომით პირობებზე. "დილის საუბრების" სტუმრები თვლიან, რომ საჭიროა სახელმწიფომ აღიაროს სოციალური მუშაობის პრიორიტეტულობა და იზრუნოს დარგის განვითარებაზე, სოციალური მუშაობის ეფექტიანობის ზრდაზე: სოციალურ მუშაკთა შრომის პირობების გაუმჯობესებაზე, პროფესიონალთა მომზადებაზე, უკვე დასაქმებული სოციალური მუშაკების პროფესიულ ზრდაზე.