სტუმრად ჩვენს ეთერში: თინათინ ზურაბიშვილი და ნათია ბერძენიშვილი

25 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნათია ბერძენიშვილი, "ევროპის ფონდის" პროგრამის მენეჯერი და თინათინ ზურაბიშვილი, ეკომიგრანტების შესახებ ანგარიშის თანაავტორი. სტუმრებმა ილაპარაკეს ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტების პრობლემებზე საქართველოში. საკითხის შესწავლისთვის პროექტ "ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანიის" ფარგლებში ჩატარდა გამოკვლევა და მომზადდა ანგარიში. რეკომენდაციებს შორისაა: ეკომიგრანტების სტატუსისა და უზრუნველყოფის სისტემის შესაქმნელად კანონმდებლობის შექმნა, უკვე განსახლებული ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებლის საკუთრებად გაფორმება, ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტების ინფორმირება, პროცესის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.