სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ჩანქსელიანი

Your browser doesn’t support HTML5

13 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ჩანქსელიანი. გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან კანონით გათვალისწინებული ჯარიმები ამოქმედდება. ახალი კანონის "ნარჩენების მართვის კოდექსის" აღსრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს ევალება. თბილისში კანონის აღმსრულებელი ერთ-ერთი სამსახური სწორედ „თბილსერვის ჯგუფია“, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია. როგორი ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათ, ვინც გარემოს აბინძურებს?

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი დავით ჩანქსელიანთან