სტუმრად ჩვენს ეთერში: ნატა ფერაძე

29 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სამოქალაქო აქტივისტი, პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე. „გაშენდეს თბილისის ცენტრალური პარკი ვერეს ხეობაში“ – 28 ივნისს, საღამოს ამ სახელწოდებით დედაქალაქის საკრებულოსთან მოქალაქეების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორების აზრით, ვერეს ხეობაში უნდა გაშენდეს ცენტრალური სარეკრეაციო ზონა, რომელიც ზოოპარკის, იპოდრომისა და მზიურის ტერიტორიებს გააერთიანებს.