სოზარ სუბარი დევნილთა საცხოვრებლების შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

15 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. 14 იანვარს დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება იმ დევნილთა განცხადებების მიღება, რომლებსაც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ აშენებულ ბინებში სურთ საცხოვრებლის მიღება. სამინისტრომ კომპანიისგან 598 ბინა გამოისყიდა და დევნილებს საკუთრებაში გადასცემს. როგორ და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან დევნილები? ვინ გაუწევს პროცესს მონიტორინგს? რა ტიპის საცხოვრებელს სთავაზობს სამინისტრო დევნილებს? ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა სოზარ სუბარმა რადიო თავისუფლების დილის ეთერში.