თამარ დეკანოსიძე ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

17 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ქალთა მოძრაობის აქტივისტი თამარ დეკანოსიძე. მან ისაუბრა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურ და ცხარე დისკუსიის თემაზე - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდასა და გენდერული კვოტირებისთვის შესაბამისი პოლიტიკური ნების მობილიზების შესახებ. 16 მარტს გაიმართა ე.წ. მაღალი დონის შეხვედრა სწორედ ამ საკითხზე, რომელსაც სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.