დევნილთა სურვილები და სახელმწიფოს დილემა

ლელა გულედანი, ზურაბ ბენდიანიშვილი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის დაკვეთით, საქართველოში ჩატარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების გამოკვლევა. 2014 წლის ოქტომბერ-დეკემბერში თბილისსა და რეგიონებში გამოკითხეს 2001 იძულებით გადაადგილებული პირი. კითხვები შეეხებოდა ნებაყოფლობით დაბრუნებას, ინტეგრაციასა და განსახლების საკითხებს. გამოკითხულთა 88%-ზე მეტმა განაცხადა, რომ მზად არის დაბრუნდეს თავის წარმოშობის ადგილზე, თუ ამის შესაძლებლობა და კეთილსაიმედო პირობები ექნებათ. გამოკითხულ იძულებით გადაადგილებულ პირთა 2.6%-მა აღნიშნა, რომ დღეს არსებულ პირობებშიც მზად არიან ნებაყოფლობით დაუბრუნდნენ ძველ საცხოვრებელ ადგილებს. ვის და რაში შეიძლება გამოადგეს დევნილთა დამოკიდებულებებისა და განზრახვების ცოდნა? არის თუ არა პირდაპირი კავშირი დროის სვლასა და დაბრუნების მსურველთა რაოდენობას შორის? ამ და კვლევის სხვა ასპექტებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია კოალიციის „დევნილთა უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი და დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ლელა გულედანი.

Your browser doesn’t support HTML5

დევნილთა სურვილები და სახელმწიფოს დილემა