საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხი კორცხელიდან 8 ოქტომბრამდე

დიტო ხაჩიძე (მარცხნივ) და რატი თინიკაშვილი

22 მაისს საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორცხელში მომხდარმა გააჩინა არაერთი კითხვა უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის პერსპექტივაზე. პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ. ფაქტზე, რომლის ამსახველი არაერთი ვიდეოჩანაწერი არსებობს და რომელსაც ბევრი მოწმე ჰყავს, დაკავებული არავინ არის. ამ ფონზე ხელისუფლება კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. რა იქნებოდა ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია კორცხელში მომხდარ დანაშაულზე? ამ საკითხზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მოვიწვიეთ დიმიტრი ხაჩიძე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე, და რატი თინიკაშვილი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტის იურისტი.

Your browser doesn’t support HTML5

ყოველკვირეული დისკუსია