რატომ შეიძლება გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა

6 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს, ანუ საბჭოში გიორგი ქადაგიძის შემცვლელს, პრეზიდენტი, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე დაასახელებს. ჯერჯერობით პრეზიდენტი აგრძელებს კონსულტაციებს - როგორც ოთხშაბათს აბაშიშვილმა აღნიშნა, „პროფესიულ დისკუსიას“ - არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან, რათა მათ თავიანთი კანდიდატურები წარმოადგინონ.

როგორ შეიძლება ეროვნული ბანკის მმართველობის აპოლიტიკურობის უზრუნველყოფა? რატომ არის მიმდინარე პროცესი მნიშვნელოვანი და რამდენად სავარაუდოა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა წლის ბოლომდე, ანუ არჩევნების შემდგომი დროისთვის, გადაიდოს? - ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში სასაუბროდ მიიწვია პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები: გიორგი კეპულაძე, „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე, და გიორგი კლდიაშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი.

Your browser doesn’t support HTML5

რატომ შეიძლება გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა?