ტრამპის თქმით, გარკვეულ ეტაპზე საქართველოს ექნება ნატოს წევრობის შანსი
Your browser doesn’t support HTML5
ბრიუსელში, ნატოს სამიტზე, გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია. სხვა საკითხებთან ერთად მან ილაპარაკა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. „ისინი აქ იყვნენ და ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენ მოვისმინეთ მათი გასაჭირი. საქართველოსთან დაკავშირებით მძიმე ვითარებაა, მაგრამ მათ შეხვედრაზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ის ნატოში საქართველოს მომავალ წევრობაზე, დონალდ ტრამპმა თქვა: "გარკვეულ ეტაპზე მათ ექნებათ შანსი, მაგრამ არა ახლა".