ძალადობა ნიუ-იორკში ერდოანის გამოსვლისას

Your browser doesn’t support HTML5

21 სექტემბერს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში ძალადობას ჰქონდა ადგილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გამოსვლისას. საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ერდოანს სიტყვას აწყვეტინებდნენ, სცემეს და დარბაზიდან გაიყვანეს. მსგავსი ინციდენტი მოხდა მაისში, როცა ერდოანის დაცვის წევრებმა ვაშინგტონში, თურქეთის ელჩის რეზიდენციის მახლობლად, ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. (ამერიკის ხმის ვიდეო)