ეგზიტპოლები და მედია

ანა დაბრუნდაშვილი, რუსუდან თელია

დღევანდელ სადისკუსიო რუბრიკაში ეგზიტპოლებზე ვილაპარაკებთ. ყველას უნდა არჩევნების დღეს პირველს ჰქონდეს ინფორმაცია შედეგებზე - პარტიებსაც, ამომრჩეველსაც და ტელეკომპანიებსაც. თითქოს, ყველა კმაყოფილი უნდა იყოს ეგზიტპოლით, თუმცა, ცოტა რამეზე თუ დაობენ ისე, როგორც: ეგზიტპოლების შედეგებზე და იმაზე - ვინ, ვის და რატომ შეუკვეთა გამოკვლევა? თემა კვლავ გააქტუალურდა ახლა, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

Your browser doesn’t support HTML5

ეგზიტპოლები და მედია

რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებდა შეეცვალა გადაწყვეტილება რამდენიმე კერძო ტელეკომპანიასთან ერთად ეგზიტპოლის შეკვეთის თაობაზე. ხელმომწერი ორგანიზაციები, მათ შორის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, თვლიან, რომ ეს პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობას დააყენებს ეჭვქვეშ. საზოგადოებრივი აზრის რა ტიპის გამოკვლევაა ეგზიტპოლი და რატომ ადევს მას განსაკუთრებული ფასი საქართველოში? - ამ საკითხებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია კვლევითი ორგანიზაციის „ეი-სი-თი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი - რუსუდან თელია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი მკვლევარი - ანა დაბრუნდაშვილი: