ტურისტული სტატისტიკა 2016

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასული წლის სტატისტიკურ შედეგებს აჯამებს და საზოგადოებას აუწყებს, რომ 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, 2015 წელთან შედარებით, 7.6 %-ით გაიზარდა, კერძოდ:

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს საქართველოს 6 მილიონ 350 ათას 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც, 2015 წელთან შედარებით, 449 ათას 731-ით მეტია. ( ზრდა+7.6 %).
2016 წელს 19 %-ით გაიზარდა იმ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაყვეს და მათმა რაოდენობამ 2 მილიონ 714 ათას 773 შეადგინა, რაც 432 ათს 802-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2016 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა, კერძოდ:: აზერბაიჯანიდან - 1 მილიონ 523 ათასი ადამიანი (+9.3 %, გასულ წელთან შედარებით), სომხეთიდან - 1 მილიონ 496 ათასი (+1.9 %, 2016 წელთან შედარებით), რუსეთიდან - 1 მილიონ 37 ათასი (+12.0 %), უკრაინიდან - 172 ათასი 631 (+21.8 %). ამ ხუთეულში მესამე ადგილზეა თურქეთი, 1 მილიონ 254 ათასი ადამიანით, და თურქეთი ხუთეულში ერთადერთია, საიდანაც მგზავრთა ნაკადი 9.9 %-ით შემცირდა. ამასთან, რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მილიონს.

მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით 2016 წლის განმავლობაში გამოირჩეოდნენ ლატვია (+24 %), ლიტვა (+16 %), ჩეხეთი (+15 %), ბულგარეთი (+12 %) და გერმანია (+11 %).

განსაკუთრებული ზრდა კი ფიქსირდება აღმოსავლეთის ქვეყნებიდან: ირანი (+485%), ინდოეთი (+199 %), საუდის არაბეთი (+116 %), ფილიპინები (+89 %), ომანი (+75 %) და ჩინეთი (+46 %)".

შესაბამისად, გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდანაც. 2016 წლის სამი კვარტალის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ (1 მილიარდ 685 მილიონ) აშშ დოლარამდე (ზრდა +11.7 %), რაც 177 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ტურიზმიდან შემოსავალი, 2016 წლის საბოლოო მონაცემებით, 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. 2016 წლის სამი კვარტალის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3 % შეადგინა. ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +10.5 %-ია.