თბილისის ტაქსების რეგულირების გეგმები

თბილისში საავტომობილო ხერგილებისა და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურების შემცირების სურვილი დასახელდა ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად, როდესაც მთავრობამ ნავთობპროდუქტებისა და ავტომობილების აქციზის გადასახადი გაზარდა. დედაქალაქის მერიაში მუშაობენ ავტომობილების რაოდენობის შემცირების სხვა გეგმაზეც, რომელიც ტაქსების რეგულაციის ჩარჩოებში მოქცევას ითვალისწინებს.

თითქმის ორი წელია თბილისის მერიაში ტაქსების რეგულაციაზე მუშაობა დაიწყეს. მაგრამ ჯერჯერობით ცვლილებები არ ჩანს. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ირწმუნება, რომ აქვთ ხუთმიმართულებიანი გეგმა, რომელიც აქტიურ ფაზაშია და ტაქსების სფეროს რეგულირებასაც ითვალისწინებს.

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის ტაქსების რეგულირების გეგმები