ექსტრემალური დასუფთავება

Your browser doesn’t support HTML5

ფანჯრების წმენდა არც ადრე იყო იოლი საქმე. ყველა გაიხსენებს, როგორ ეკუმშებოდა გული შიშისგან, როცა თუნდაც მესამე სართულის ფანჯრებიდან გადმოკიდებულ ქალებს ხედავდა, ტილოებით ხელში. ახლა კი, სადღაც 26-ე სართულის სიმაღლეზე, ამის წარმოდგენაც კი ძნელია. ასე გაჩნდა საქართველოში ახალი პროფესია, რომელიც საგანგებო უნარებს მოითხოვს. ასე მოვიდნენ დასუფთავების სფეროში ყოფილი მთამსვლელები თუ მყვინთავები, ასე ეშვებიან სახურავებიდან ექსტრემალური სპორტის წარმომადგენლები.