სად გადავაგდოთ გაფუჭებული მობილური ტელეფონი ან გადამწვარი ნათურა?

კახა რუხაია, ირმა გურგულიანი

ელექტრონული ნარჩენების მართვის სისტემა ქვეყანაში არ არსებობს. მწყობრიდან გამოსული ელექტრომოწყობილობები - იქნება ეს მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ნათურები თუ სხვა უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი - ურნაში ჩაგდების შემდეგ სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად დიდ ნაგავსაყრელზე ხვდება, რაც, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარდა, ქვეყანას აკარგვინებს შესაძლებლობას მიიღოს ფინანსური მოგება.

Your browser doesn’t support HTML5

სად გადავაგდოთ გაფუჭებული მობილური ტელეფონი ან გადამწვარი ნათურა?

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების კვალდაკვალ, ქვეყანაში ნარჩენების სეპარაციისა და, მათ შორის, ელექტრონული ნარჩენების მართვის აუცილებლობაც გაჩნდა. საკითხზე, თუ როდიდან ამოქმედდება ქვეყანაში ელექტრონული ნარჩენების მართვის სისტემა, რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირმა გურგულიანი და CENN-ის კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა რუხაია. დისკუსიას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.