ერეკლე ურუშაძე კორუფციის შესახებ გამოკვლევაზე

Your browser doesn’t support HTML5

17 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ერეკლე ურუშაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა საზოგადოებრივი აზრის საერთაშორისო გამოკვლევის - "კორუფციის მსოფლიო ბარომეტრის" შედეგებზე. ერეკლე ურუშაძემ განმარტა, რომ შეუძლებელია კორუფციის მასშტაბის ზუსტი სტატისტიკის დადგენა, რადგან ეს არის დაფარული დანაშაული, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი აშკარავდება. ამდენად, მნიშვნელოვანია პრობლემის შესწავლა კომპლექსურად, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის - საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით.