ერიკ მიქაია: „მე დედამიწელი ვარ“

ერიკ მიქაია

ერიკ მიქაია ბონში ცხოვრობს და მხატვარია, დიუსელორფის სახელგანთქმულ აკადემიაში ირიცხება. „უხილავ ფარდაში“ ის გადაცემის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, უამბობს დიუსელდორფის აკადემიაზე, გერმანიაში წასვლაზე, ხელოვანის მიზანზე.

Your browser doesn’t support HTML5

ერიკ მიქაია: „მე დედამიწელი ვარ“

ერიკ მიქაია პეტერბურგში დაიბადა, ოჯახში, რომელმაც მშობლიურ გალში გადაწყვიტა დაბრუნება, მაგრამ ომმა ხელი შეუშალა და აიძულა კვლავ რუსეთში გადასახლებულიყო. მოგვიანებით მიქაიები საქართველოში დაბრუნდნენ. ერიკ მიქაია საქართველოში თავიდან ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (კოლეჯში) სწავლობდა. მოგვიანებით, სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში, მეგობართან ერთად გადაწყვიტა, სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში წასულიყო. საუბარი კი დაიწყო იმით, თუ რას ნიშნავს მისთვის, იყო წარმოშობით გალელი, ხომ არ არის ეს თავისებური ტვირთი თავისუფლების მაძიებელი ხელოვანისათვის.

ერიკ მიქაიას ნამუშევრები