13 ივნისი - ერთად დგომის მაგალითი

Your browser doesn’t support HTML5

ადიდებულმა მდინარე ვერემ ორი წლის წინ ათასობით ახალგაზრდა დააყენა გვერდიგვერდ. მიუხედავად მძიმე და სახიფათო სამუშაოსი, თავდაპირველად მათ თითქოს ქაოტურად, დაუფიქრებლად შეუტიეს იმ სტიქიის შედეგებს, რომელმაც 13 ივნისის ღამეს 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა, ზოოპარკში ცხოველები დახოცა. 2 წლის თავზე სტიქიის ზონაში მომუშავე ახალგაზრდები ამბობენ, რომ 13 ივნისის სტიქია მოხალისეთა გაერთიანების საუკეთესო ნიმუშად იქცა. მათივე თქმით, ეს იყო უპრეცედენტო მაგალითი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომისა.