„ერთი სინამდვილე არ არსებობს“

სოფო მედოიძე

სოფო მედოიძე 15 წელია ლონდონში ცხოვრობს. გოლდსმითის კოლეჯის დამთავრების შემდეგ ხელოვნების მაგისტრის წოდება მიენიჭა. ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში კი ასევე მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ფოტოხელოვნებაში, მანამდე დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. „უხილავი ფარდის“ სტუმარი ვიდეოფილმებს ქმნის.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა

მათი ნაწილის ხილვა აქაც შეგიძლიათ: „შავი ზღვა მართლა შავია“ (Black Sea is Really Black), „შეკითხვები და პასუხები“ (Questions And Answers), „ანდროპოვის ყურები“ (Andropov’s Ears), „ეს ვიდეო ბავშვებსა და ენაზეა“ (This Video Is About Childrenand Language), „ტურები და დრონები, ზაფხულის ქრონიკა“ (Jackals and Drones (Chronicles of a Summer).

ფილმის შექმნისთვის მზადება, თემისა და სიუჟეტის შერჩევა და მასში ღრმად ჩახედვა-არჩახედვა იყო სოფო მედოიძესთან „უხილავი ფარდის“ ავტორის, ოქროპირ რუხაძის დიალოგის პირველი თემა.

სოფო მედოიძის ხელოვნება