რატომ გაძვირდა ევროპისკენ მგზავრობა?

Your browser doesn’t support HTML5

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოდან ევროპის ქვეყნებისკენ გამგზავრებულთა ნაკადი. თუმცა გაწბილებული დარჩა მგზავრთა ის ნაწილი, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის ძალაში შესვლის შემდეგ ევროპაში მოგზაურობას იაფი ავიაბილეთების იმედად გეგმავდა. 28 მარტის შემდეგ, მთელ რიგ შემთხვევებში, თითქმის სამჯერ არის გაზრდილი ბილეთების ფასი და მოთხოვნად რეისებზე პრაქტიკულად ვეღარ წააწყდებით 10-15 ევროს ღირებულების ბილეთებს, რაც მოგზაურთა აღფრთოვანებას იწვევდა. რამ განაპირობა ბილეთების ფასის ზრდა, რა შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს მგზავრობა და არის თუ არა ამის პერსპექტივა.