მთაწმინდის ხანძრის შედეგები

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე 8 აგვისტოს, გვიან საღამოს გაჩენილმა ხანძარმა ორ ჰექტრამდე მიწის ფართობზე გაანადგურა შერეული ტყის მასივი. 70-მდე მეხანძრემ რამდენიმე საათში მოახერხა ხანძრის ლოკალიზება. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მიმდინარეობს გამოძიება. როგორც თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი წერეთელი ამბობს, ტერიტორიის შესწავლის შემდეგ შეიმუშავებენ მწვანე საფარის აღდგენის გეგმას.