მისტერ დიასპორა!

ავტორი: კაიაფა

გახსომს, შარშან რო შემოგვტიროდი ამ ფორუმზე, სანთელივითა ვდნები და ნედლი წიფელივითა ვხმები აქა, ამ გადამთიელებში, ამ ძაღლებში და მამაძაღლებში, მამენატრა ქართული ყანწი, ვისკი აღარ შამიძლია, არა და არა, შავღონდიო; გადმოვლახავ ადიდებულ მისისიპსა და ელბასა, დუნაისა და ტემზასა, ოღონდ ეგ ვერანა მიშიკო გადააგდეთ, და სუ ფორთხვაფორთხიალით ჩამოვირბენ, კოცნითა და მუხლიჩოქვით შვიდჯერ დავარტყამ წრესაცა და კრუგსაცა თბილისიდან დაწყებული და ბათუმქათქათათი დამთავრებული, ხელებ ხო დავიკაპიწებ გამეტებითა, ფეხებსაცა, განა, უფრო გამეტებითა და გაშიშვლებითა, ამოგიდგებით მხარშიდა, ვაშენოთ და ვამშვენოთ ერთადა და ერთობლივადა ჩვენი სულ კურთხეული ქვეყანაიო.

ხოდა, გადავაგდეთ, მუსიე დიასპორა, გადავაგდეთ, მაშა, ისეთი ამბები დავატრიალეთ, ისეთი რომა მთელი ევროპა–ამერიკის მოწონებული, მაშა!

თუმცა შენ რას გიხსნი, არ გახსომ განა, რა დღით დაგვჩხაოდი, არ შაშინდეთ, ბიჭებო, თქვენთანა ვარ, გამოდით, მაგათი, თუ გააყალბებებენ ქვაქვაზე არ დატოვოთ, სისხლიც რო დაღვარონ, ძველებურადა, ნაციონალურადა, რო გცემონ, გბგვეგონ, დაგასისხლიანონ, დუბინკებით თავებიც რო დაგიხეთქონ და მერე იმაში შეგტენონ, არ გატყდეთ, არ შაშინდეთ, უკან არ დაიხიოთ, იცოდეთ მე ბოლომდე თქვენთან ვიქნები, იმედიანად იყავითო!

ხოდა, მაგ იმედიანად რო ვიყავით, ჩვენო ტკბილო და ერთსულო ჰერ დიასპორა, იმიტომაც გავედით ისე ვაჟკაცურადა, ზუსტად შევასრულეთ შენი ინსტრუქციები, მზად ვიყავით ცემითვინაცა, ტყეპითვინაცა, დუბინკითვინაცა, ცოცხებითვინაცა, მარა ჩვენი და შენი ერთსულოვნება რო დაინახეს ამ ოხრებმა, ვეღარაფერი გაბედეს, განა, და გადავრჩით ასე შენი წყალობითაცა, დონ დიასპორა!

რას გიხსნი, კაცოო, რაც შენ მანდედან გვილოცე და ილოცები!..

მოკლედა, დიდი მადლობითა და შემდგომი, როგორაა? ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედითა,
თავადი/რავი, მეფობა, თავადობა და სამართლიანობა უნა აღდგესო/ მიტუა ქიბროწაშვილი