კაპრალი რამაზ დავითაია სამხედრო პატივით დაკრძალეს

Your browser doesn’t support HTML5

16 ივნისს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულეისკიროში სამხედრო პატივით დაკრძალეს კაპრალი რამაზ დავითაია, რომელიც 2012 წელს მძიმედ დაიჭრა ავღანეთში და ექიმების მცდელობის მიუხედავად, 8 ივნისს გარდაიცვალა გორში, თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალში. დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ებრალიძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რიჩად ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები.