როცა დიალოგის დაწყებას გულწრფელობა სჭირდება

რა არის საჭირო იმისთვის, რომ კონფლიქტის მხარეებს ერთმანეთთან დალაპარაკების სურვილი გაუჩნდეთ. როგორ უნდა დაიძლიოს ნაციონალიზმი და რამდენად რთულია ამ გზაზე სიარული. თანამშრომლობის რაგვარი პრაქტიკა არსებობდა ქართულ და აფხაზურ სამოქალაქო სექტორებს შორის საერთო ინტერესების თემებზე და რატომაა მნიშვნელოვანი გულწრფელობა დიალოგის დასაწყებად. ამ საკითხებს ეხება გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“, რომელიც მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. ჩვენი სტუმრები არიან: ანდრეა ზემსკოვ-ცუგე, „ბერგჰოფის ფონდის“ პროგრამის კოორდინატორი და ვლადიმერ დობორჯგინიძე, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების ფონდის, „მოლოდინის“ თავმჯდომარე.

Your browser doesn’t support HTML5

გადაკვეთის წერტილი