აფხაზურ-ქართული ურთიერთობები - ცვლილებიდან გაუცხოებამდე

როდამ ცომაია და მიხეილ ჯახუა

„გადაკვეთის წერტილის“ გადაცემათა ციკლში ეს ბოლო პროგრამაა, რომელშიც საუბარი იქნება 90-იან წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების წინა პერიოდისა და კონფლიქტების ესკალაციის შესახებ. გადაცემაში შემოგთავაზებთ ეთნიკურად აფხაზი ორი ქალის მონათხრობს. ჩანაწერებიდან იგრძნობა იმჟამინდელი საბჭოთა პოლიტიკური კონტექსტიც.

პროგრამა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემის სტუმრები არიან როდამ ცომაია, „მშვიდობის რეგიონალური ცენტრის“ წარმომადგენელი, და მიხეილ ჯახუა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

Your browser doesn’t support HTML5

გადაკვეთის წერტილი