ფაქტები და ემოციები მშვიდობის მშენებლობისთვის

გადაცემაში ორი რესპონდენტი ქალი იხსენებს ე. წ. სამხრეთ ოსეთში 90-იან წლებში მიმდინარე კონფლიქტის სხვადასხვა პერიოდს. ოჯახის წევრების საქციელი კონფლიქტის დროს, პასუხისმგებლობა ადამიანურ ურთიერთობებში მაშინაც კი, როცა ომი მძვინვარებს - ეს გადაცემის რესპონდენტთა მონათხრობის თემებია, გადაცემის სტუმრები კი იმაზე საუბრობენ, თუ რა როლს ასრულებს ემოციები და ფაქტები ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის მშვიდობის მშენებლობაში.

გადაცემის სტუმრები:

ქეთი ვასაძე - კონფლიქტის ანალიზისა და მართვის დოქტორანტი;

ნანა ჩქარეული - ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „უკეთესი მომავლისთვის“.

გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

Your browser doesn’t support HTML5

გადაკვეთის წერტილი