გაეროს გენმდივანი საქართველოს შესახებ

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საფრთხის შემცველად მიიჩნევს ევროპაში ე.წ. გაყინული კონფლიქტების შენარჩუნებას და ინიციატივების გამოცოცხლების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. გაეროს გენმდივნის 2018 წლის პრიორიტეტებს შორის მოხვდა საქართველოს საკითხიც და გამოსაცოცხლებელ მექანიზმად დასახელდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. მართალია, უკვე 42 რაუნდის გამართვის მიუხედავად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს საქართველოსთვის სასურველი, ხელშესახები შედეგები არ მოუტანია, მაგრამ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის, ასევე პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების აზრით, ფორმატის შენარჩუნება აუცილებელია. ანალიტიკოსები გაეროს გენმდივნის პოზიციაში მნიშვნელოვან მესიჯს ხედავენ. თბილისი ჟენევის ფორმატის გაფართოების მომხრეა.