პროფესიული და განათლების პროგრამები ამერიკის მთავრობისგან

Your browser doesn’t support HTML5

24 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გიორგი გაბუნია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამის კოორდინატორი. აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში რიგი ღონისძიებები იმართება. ერთ-ერთი მათგანი, "მეგობრობის ფორუმი" 23 აპრილს მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა იმ სასწავლო და პროფესიული პროგრამების პრეზენტაცია, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის. რა მიმდინარე პროექტებს სთავაზობს აშშ-ის საელჩო სწავლების სხვადასხვა საფეხურისთვის დაინტერესებულ პირებს და სად შეიძლება მიიღო ინფორმაცია მოქმედი პროექტების შესახებ - ამ თემაზე ვესაუბრეთ სტუმარს.

Your browser doesn’t support HTML5

განათლებისა და პროფესიული პროგრამები ამერიკის მთავრობისგან