სასწრაფო განსახლების მოლოდინში

ხულო

აჭარის მაღალმთიანეთში ასობით ადამიანს უწევს ავარიულ შენობებში ცხოვრება. 2014 წელს გეოლოგებმა რეგიონის მასშტაბით შეისწავლეს 1600-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი პირობები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ 100-ზე მეტი ოჯახი საჭიროებს სასწრაფო განსახლებას. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქმეს კიდევ მეტად ართულებს ის გარემოება, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი ეკომიგრანტების შესახებ.