„გარიყულას“ ხელოვნება

Your browser doesn’t support HTML5

კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის ნახევრად დანგრეულ, ძველ მამულში, ე.წ. „ბოლგარსკიაანთ სასახლეში“ 2000 წელს მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა "არტ ვილა გარიყულა". “ბოლგარსკიაანთ სასახლეში“ განთავსებული ცენტრი მულტიფუნქციურ პლატფორმას წარმოადგენს - აერთიანებს არტისტების კომუნას, რეზიდენციას, საგამოფენო სივრცესა და ალტერნატიული განათლების ცენტრს. „გარიყულას“ სტუმრები, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, ერთმანეთს უზიარებენ იდეებს და გეგმავენ ახალ პროექტებს.