„გასვლა აკრძალულია“

Your browser doesn’t support HTML5

ფემინისტმა მხატვარმა ლია უკლებამ და ჟურნალისტმა ეკა კუხალაშვილმა გამოფენა და ვიდეოინსტალაცია მოაწყვეს მუშა ქალების ცხოვრების შესახებ. პროექტი, რომლის სახელწოდებაა „გასვლა აკრძალულია“, ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკასა და ჭიათურაში მომუშავე ქალების ცხოვრებასა და მათ მძიმე შრომას ეხება. გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატებით, ვიდეოჩანაწერებითა და ქალების ნივთებით ავტორები დამთვალიერებლებს აჩვენებენ იმ რეალობას, რომელშიც ეს ქალები აღმოჩნდნენ „ჩაკეტილი“. პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალთა ფონდი საქართველოში“ - ფინანსური მხარდაჭერით.