ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს საქართველოს ექვსი მოქალაქე

ერგნეთი

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული საქართველოს ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან დააკავეს რუსეთის სამხედროებმა. რადიო თავისუფლებას საქართველოს შსს-დან აცნობეს, რომ ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ექვსი მოქალაქე ოსმა სამართალდამცავებმა სოფელ ერგნეთთან გადასცეს ქართველ პოლიციელებს.

Your browser doesn’t support HTML5

ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს საქართველოს ექვსი მოქალაქე