ლიბერალი ქალები პოლიტიკასა და ეკონომიკაში

Your browser doesn’t support HTML5

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა "თავისუფლებისთვის" უმასპინძლა აქტიურ და წარმატებულ ქალებს, რომლებიც ლიბერალურ ღირებულებებს იზიარებენ და პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებში არიან ჩართული. მათ კარგად იციან თავისუფლების ფასი და ასევე ადეკვატურად აფასებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის აუცილებელ თავისუფლებას. ნაუმანის ფონდის მიერ ორგანიზებული თავყრილობის ფარგლებში ქალებმა ილაპარაკეს თავიანთ გამოცდილებაზე - წარმატების პერსპექტივებსა და პრობლემებზე,რომლებიც წინსვლას აფერხებს. სწორედ ამ თემებზე მსჯელობენ გადაცემის სტუმრები: ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, და ნინო ღანიშაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი ბიზნესასოციაციისა „ქალები მომავლისთვის“. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.