რამდენი ფემინიზმი არსებობს?

Your browser doesn’t support HTML5

დღეს ჩვენი გადაცემის თემა კვლავ ფემინიზმია - უფრო სწორად კი საკითხი ასე დგას - ფემინიზმი თუ ფემინიზმები? და კვლავ, რა არის ფემინიზმი? შეიძლება თუ არა რამდენიმე, და სხვადასხვაგვარ ფემინიზმზე ვილაპარაკოთ? ამგვარ კითხვებზე ვეცდებით დღეს პასუხის დაძებნას გადაცემაში - „ფემინსტრიმი“ ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით. დღეს მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი დაკო ბახტურიძე. სტუმარია ფილოსოფოსი, თამარ ცხადაძე. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.