გენდერული სტერეოტიპების შემოტევა

Your browser doesn’t support HTML5

ვისი პასუხისმგებლობაა სტერეოტიპების შექმნა ან დამსხვრევა? გენდერული მგრძნობელობა და სექსიზმი ქართულ რეალობაში... საინტერესო საუბარი გადაცემაში - „ფემინსტრიმი“ ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით. დღეს მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ეკა იმერლიშვილი. სტუმრები არიან: თამარ კინწურაშვილი - მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე და ირა ჭელიძე - საერთაშორისო ქსელური სარეკლამო კომპანიის შემოქმედებითი დირექტორი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.