როგორ გადააბრუნებენ ლუსინე და ნანა დედამიწას

Your browser doesn’t support HTML5

ისინი 22 წლისანი არიან, ახალგაზრდები, ხალისიანები და ძალიან, ძალიან მონდომებულები, რომ სამყარო შეცვალონ. არც იმაზე ოცნებობენ, როგორ გამოექცნენ სოფლისა და რეგიონის მკაცრსა და სტერეოტიპებით დამძიმებულ ყოფას, არც იმაზე, მალე გათხოვდნენ და ასე დააღწიონ ამ ყოფას თავი. ადგნენ და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი დაარსეს. ენერგიით სავსე მაქსიმალისტები, რომლებმაც ახალ პროექტსაც ასე დაარქვეს - „ძლიერი ქალი დედამიწას გადააბრუნებს!“. ჰოდა, გადააბრუნებენ ესენი - ლუსინე დოსტიბეგიანი და ნანა აფციაური. მოუსმინეთ მათ „გენდერულ ამბებში“. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.