„ქალებად არ იბადებიან, ქალები ხდებიან...“

Your browser doesn’t support HTML5

ეს სიტყვები ფემინისტსა და ფილოსოფოსს სიმონ დე ბოვუარს ეკუთვნის. რას გულისხმობს სქესებს შორის განსხვავება? სქესი, როგორც ბიოლოგიური კატეგორია, და გენდერი - როგორც სოციალური კატეგორია. რა არის ფემინურობა და მასკულინობა და რა მომენტიდან იწყება გენდერული როლების განსაზღვრა? ეს და მრავალი სხვა - გადაცემაში „ფემინსტრიმი, ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის რეგიონულ ბიუროსთან პარტნიორობით. დღეს მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე. სტუმრები არიან: გენდერის სპეციალისტი ნონა სამხარაძე და მარიამ თოფჩიშვილი - 16 წლის სამოქალაქო აქტივისტი გორიდან. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.