აბორტი - ქალის უფლება

Your browser doesn’t support HTML5

ამ პრობლემაზე თაობები კამათობენ და იბრძვიან. იმართება საპროტესტო აქციები, არის აზრთა სხვადასხვაობა და დებატები... აბორტზე საუბარი მრავალი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს ერთ ასპექტს განვიხილავთ მხოლოდ. აბორტის სამართლებრივი ასპექტი გადაცემაში - „ფემინსტრიმი“ ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან პარტნიორობით. დღეს მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ბაია პატარაია. სტუმრები არიან: საიას იურისტი თამარ დეკანოსიძე და თსუ-ს მაგისტრანტი თათა ურუშაძე. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრს ლილი მამულაშვილს.