გენერალ მეძმარიაშვილის „საინჟინრო ომი“

ელგუჯა მეძმარიაშვილი

საქართველოს მთავარი სამხედრო ინჟინერი და პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - „რეფლექტორული ანტენის“ ავტორი, გენერალი ელგუჯა მეძმარიაშვილი იუბილარია.

70 წლის მეცნიერი და მის მიერ დაარსებული სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტი აქტიურად მუშაობენ ქვეყნის ერთიან სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის კონცეფციაზე, რომელიც საქართველოს ახალ, სამხედრო სტრატეგიაში პოვებს ასახვას. მოკლედ თუ ვიტყვით, ელგუჯა მეძმარიაშვილის კონცეფცია საქართველოს ტერიტორიის ომისათვის მომზადებისა და ბრძოლების ერთიან სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფას გულისხმობს. თუ რამდენად ესმის საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ასეთი მიმართულების მნიშვნელობა, ამაზე გენერალ მეძმარიაშვილს კობა ლიკლიკაძე ესაუბრა.

Your browser doesn’t support HTML5

გენერალ მეძმარიაშვილის „საინჟინრო ომი“