ქართული ტელემედიის მოსალოდნელი მეტამორფოზა

ლაშა ბაქრაძე, თამარ კორძაია

არჩევნების დასრულების შემდეგ ქართული სატელევიზიო სივრცის ნაწილი ფორმატის შეცვლაზე ალაპარაკდა. ტელეკომპანია ”იმედი” თითქმის ყველა გასართობი ტიპის გადაცემას ხურავს და საინფორმაციო ფორმატზე გადასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს, პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სამაუწყებლო ბადიდან პოლიტიკური და სოციალური ტიპის ორ გადაცემას იღებს. მეტამორფოზა ქართულ ტელემედიაში - ეს არის დღევანდელი სადისკუსიო მაგიდის თემა. თბილისის სტუდიის სტუმრები არიან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ კორძაია და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. საუბარს ნინო თარხნიშვილი უძღვება.