ქართულმა ღვინომ რიგის კონფერენციას უმასპინძლა

Your browser doesn’t support HTML5

ძნელი სათქმელია, თუ რამდენად შეუწყობს ხელს საერთაშორისო პრობლემების მოგვარებას რიგის მე-12 საერთაშორისო კონფერენცია, მაგრამ ფორუმი ნამდვილად შეიტანს თავის წვლილს ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინის კიდევ უფრო დაწინაურების საქმეში. 28-30 სექტემბერს რიგაში ჩასულ ევროპისა და მსოფლიოს ათასზე მეტ პოლიტიკოსს, ექსპერტსა და ჟურნალისტს შესაძლებლობა ჰქონდა გაესინჯა ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ასკანელი ძმების“ პროდუქცია, რომელიც უხვად იყო წარმოდგენილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა წვეულებაზე.