ქართული ღვინო პრაღაში „ღვინისა და დელიკატესების“ გამოფენაზე

ქართული ღვინის სტენდი „ღვინისა და დელიკატესების“ გამოფენაზე

წელს პრაღაში უკვე მეთხუთმეტედ გაიმართა საერთაშორისო გამოფენა გასტრონომიის სასმელების სფეროში, სახელწოდებით „ღვინო და დელიკატესები“. ადრე ამ გამოფენას „ღვინო და სპირტიანი სასმელები“ ერქვა. ახლა მან პროფილი გაიფართოვა და მასში მონაწილეობს ასეულობით ფირმა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, უპირატესად ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი რეგიონებიდან; ასევე, მისაყოლებლის, ყველისა თუ ძეხვეულის და დესერტის - ტკბილეულისა თუ ყავის კომპანიები.

ღვინის კომპანია "ხარებამ" ფესტივალის დიპლომი მიიღო

„ღვინოსა და დელიკატესებს“ მასპინძლობს პრაღის საგამოფენო ცენტრი, რომლის კარი სამი დღის განმავლობაში ფართოდ არის ღია ყველასთვის - ღვინით მოვაჭრის, უბრალოდ, ღვინის მოყვარულისა თუ ლოთისთვის, ვისაც სმაღა აინტერესებს, მაგრამ მაინც იქ მიდის, სადაც უკეთესი სასმელი ელის. ჩვენი საუბრის თემა საქართველოდან პრაღაში ჩამოსული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებლები არიან.

Your browser doesn’t support HTML5

ქართული ღვინო პრაღაში „ღვინის და დელიკატესების“ გამოფენაზე