გერმანია საქართველოსთვის, საქართველო გერმანიისთვის

გერმანიისა და საქართველოს მტკიცე მეგობრობა, სანდო პარტნიორობა - მათ შორის, ნატოს მისიის ჭრილში - და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა განხილვის მთავარ თემებს გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ანალიტიკოსებისთვის აშკარაა, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობებმა ბოლო პერიოდში უფრო ინტენსიური სახე მიიღო. მოსალოდნელია თუ არა ბერლინის მეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე?